11 ოპერაციის ჩატარება იგეგმება – ცნობილია პაციენტები, რომლებსაც ტვინში იმპლანტებს ჩაუნერგავენ

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

Neuralink-მა თავის ინვესტორებს განუცხადა, რომ მომავალ წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. წერს Bloomberg-ი.

გამოცემის ინფორმაციით, სექტემბერში ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა ჩიპების ტესტირებისტვის მოხალისეების ძებნა დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ათასობით მსურველი გამოეხმაურა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, 2025 წელს Neuralink ტვინის იმპლანტს უკვე 27 ადამიანს ჩაუნერგავს, 2026-ში – 79-ს, 2027-ში – 499-ს, 2030 წლიდან კი ყოველწლიურად 22 ათასს. თითოეული ოპერაციის თვითღირებულება 10,5 ათას დოლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე კომპანიის პაციენტები 40 წლამდე ადამიანები გახდებიან, რომლებსაც ყველა კიდურის პარალიზი აქვთ. ჩიპის ჩასანერგად ქირურგებს მათ თავისქალებში პატარა ხვრელის გაკეთება მოუწევთ, რის შემდეგაც რობოტი ტვინის ქერქში ჩანერგავს ელექტროდებს, რომლებიც ადამიანის თმაზე 14-ჯერ წვრილია.

ოპერაციის შემდეგ იმპლანტი სპეციალური აპლიკაციის დახმარებით შეძლებს ტვინის სიგნალების კომპიუტერში გადაცემას. ეს კი პაციენტებს მისცემს საშუალება აკონტროლონ კურსორი, კლავიატურა ან ბიონიკური პროთეზი გონების ძალით.
მომავალში Neuralink-ი იმედოვნებს ისეთი სისტემის შექმნას, რომლის დახმარებითაც, ადამიანი მიმართავს კლინიკას და 15-წუთიანი ოპერაციის შემდეგ „კიბორგი“ გახდება – მაგალითად, შეძლებს საკუთარ ტვინში ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის ჩატვირთვას, როგორც ამას კიანუ რივზის გმირი აკეთებდა ფილმში „მატრიცა

- Advertisement -
Ad imageAd image

 

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). 11 ოპერაციის ჩატარება იგეგმება – ცნობილია პაციენტები, რომლებსაც ტვინში იმპლანტებს ჩაუნერგავენ. 15 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/11-operatsiis-chatareba-igegmeba-tsnobilia-patsientebi-romlebsats-tvinshi-implantebs-chaunergaven/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

CRM Manager

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Ведущий UA менеджер (Meta)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Media Buyer FB / iGaming

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Game Designer – Playables (Intern)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T18:36:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi