პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized"ჰონორარის 90 პროცენტს გაჭირვებულებს ურიგებდა. დიდი ბავშვი და სიკეთე იყო..." - მოგონებები...

“ჰონორარის 90 პროცენტს გაჭირვებულებს ურიგებდა. დიდი ბავშვი და სიკეთე იყო…” – მოგონებები გურამ დოჩანაშვილზე

კლასიკოსმა პანდემიის პერიოდი აგარაკზე, მუხაწყაროში გაატარა… კვირაობით მასთან მოძღვარი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მიდიოდა, აღსარებას იბარებდა და აზიარებდა. როგორც სასულიერო პირი “პრაიმტაიმთან” ამბობს, ძალზე ჰუმანური მწერალი, თავის მოძღვარს სახლში მეზობლებს ახვედრებდა, რომ მათაც მისცემოდათ ზიარების საშუალება… რა საოცარი და მისაბაძი საქციელია… ცხონება ჩვენ “დოჩანას”…

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: ძალიან ძვირფასი იყო ბატონ გურამთან ერთად გავლილი პერიოდი. დაახლოებით ცხრა-ათი წელი, როდესაც ის სამების ლავრაში ცხოვრობდა. საოცარი დრო იყო. წარმოიდგინეთ, ორი გვერდიგვერდ ოთახი, სადაც ერთში – რეზო ჩხეიძე ცხოვრობს, მეორეში – გურამ დოჩანაშვილი. ამ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა და მეზობლობა მართლა საოცრება იყო.

იქ კი გავიცანი, მაგრამ მერე ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გავაგრძელეთ. ჯერ ხომ ამ მასშტაბის ადამიანი იყო და შემდეგ, ოჯახის წევრად და პაპად მიმაჩნდა. შინაურულად ვგრძნობდი მასთან თავს. დიდი სიყვარული მაკავშირებდა.

ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა მისგან. რა ჩარჩა ჩემში და… ძალიან დიდი სიკეთე. მუდამ სხვებზე ფიქრობდა. როგორც მწერალიც, როგორ მიიღებდა მის ნაწარმოებს მკითხველი და შემდეგ, ფიქრი მოყვასზე. ყოველთვიურად ჰონორარის 90 პროცენტს და ზოგჯერ, ასსაც გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა. ჰყავდა გამორჩეული ოჯახები, მეგობრის თუ გარდაცვლილი მეგობრის ოჯახები და ცდილობდა ყოველთვიურად დახმარებოდა. განიცდიდა, დახმარებას თუ ვერ ახერხებდა…

ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. დილის ექვსი საათიდან იწყებდა ლოცვას. იხსენიებდა ყველას, ცოცხლებს და მიცვალებულებს.

დიდი ბავშვი იყო, მორიდებული და მორცხვი. სიყვარულს რომ გამოხატავდნენ ადამიანები, იბადრებოდა, მორიდებული და მორცხვი ხდებოდა. იყო გულწრფელი. თავის დამსახურებად არ მიიჩნევდა თავის ნაწარმოებებს. ამბობდა კიდეც, თუკი რაიმე მოგწონთ ჩემს ნაწარმოებში, ღმერთის დაწერილია, და თუკი რამე არ მოგწონთ, მე დავწერეო. ყველაფერს ღმერთთან აკავშირებდა.

პანდემია რომ დაიწყო, ტაძარში ვერ მოდიოდა, აგარაკზე მუხაწყაროში გადავიდა მეუღლესთან ერთად. ცხოვრობდა ძალიან უბრალო სახლში. კვირა არ გავიდოდა, რომ მათთან არ ავსულიყავი, აღსარება არ ეთქვა და არ ზიარებულიყო.

  Amazon's Apple Watch Killer Will be Free and Sell you Everything

საოცარი რა იყო იცით, მის ირგვლივ მცხოვრებ მეზობლებსაც ეძახდა, ვინც ავად იყო, რაღაც პრობლემა ჰქონდათ, მამაო მოდის, აღსარება თქვით და ეზიარეთო… ზოგს სახლიც ვუკურთხე. მასთან მხვდებოდნენ მისი მეზობლებიც, ვიბარებდი აღსარებას და ვაზიარებდი. ერთგვარი მისიონერიც იყო.

ერთი მისი მეზობელი, ირაკლი ქართველიშვილიც ხშირად ეზიარებოდა და სხვათა შორის, ორი კვირის შუალედით, ერთ პერიოდში გარდაიცვალნენ ბატონი გურამი და ბატონი ირაკლი.

ბოლო წიგნი, თავისი ტრილოგია, მუხაწყაროში დაასრულა… წმინდა მამებზე რაიმე თუ აინტერესებდა, სახარებისეული ტერმინები და განმარტებები თუ სჭირდებოდა, მთხოვდა, აბა, შენს ჯადოსნურ ტელეფონში ნახეო.

ხვდებოდა მკითხველს, ახალგაზრდობას ეცნობოდა – სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში. ყველას უხაროდა ბატონ გურამთან შეხვედრა. მე მძღოლი ვიყავი (იცინის). ერთად დავდიოდით…სრულად

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.