ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაბა ხულოში (მამულაძის ქ. N5) ლიმონათის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

მცირე მეწარმე რ. ჯ. საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე; გეგმური ინსპექტირების შედეგად საწარმოში გამოვლინდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები. გარდა ამისა, დაფიქსირდა ლიმონათის ეტიკეტირების წესის დარღვევა.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მეწარმე საქმიანობის გაგრძელებას შეუსაბამობების აღმოფხვრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა. 17 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ჰიგიენური-ნორმების-დარღვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi