პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოჰაიტის მახლობლად, მიგრანტების გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტის მახლობლად, მიგრანტების გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტის მახლობლად, მიგრანტების გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, გემზე 80-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, როდესაც ბორტზე ხანძარი გაჩნდა.

ჰაიტის სანაპირო დაცვის ცნობით, 41 მიგრანტი, რომელიც ცეცხლს გადაურჩა, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტრაგედიის მიზეზად, ჰაიტის უსაფრთხოების დონის მზარდი რეგრესი და მიგრანტებისთვის უსაფრთხო ლეგალური მარშრუტების არარსებობა დაასახელა.

  7 ცვლილება, რომელიც დღეიდან საქართველოსა და მსოფლიოში ამოქმედდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი