ენერგეტიკული კრიზისის გამო ირანში სკოლები, უნივერსიტეტები და სამთავრობო ოფისების ნაწილი დაიხურა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

ენერგეტიკული კრიზისის გამო, ირანის ხელისუფლებამ სკოლების, უნივერსიტეტებისა და სამთავრობო ოფისების ნაწილი დახურა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უწყებების და დაწესებულებების ნაწილს გაზი და ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. სამთავრობო ოპერაციები სრულად შეჩერდა რამდენიმე პროვინციაში.

ენერგო კრიზისის მიზეზად, თოვლი, ნალექი, ტემპერატურის ვარდნა, ენერგიის მართვა, ჰაერის დაბინძურება და მტვრის ქარიშხალი სახელდება.

ოფიციალურმა პირებმა მოქალაქეებს ენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდეს. საზოგადოება კი მიიჩნევს რომ, კრიზისი არა ამინდის, არამედ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პრობლემებითაა გამოწვეული.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ენერგეტიკული კრიზისის გამო ირანში სკოლები, უნივერსიტეტები და სამთავრობო ოფისების ნაწილი დაიხურა. 24 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ენერგეტიკული-კრიზისის-გა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi