შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ჯემალ სეფიაშვილი - სიყვარულით” - ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ...

„ჯემალ სეფიაშვილი – სიყვარულით” – ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

„ჯემალ სეფიაშვილი – სიყვარულით” – ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

საღამო 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული სიმღერით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ დაიწყო, რომელიც დღეს პირველად შეასრულა ახალგაზრდა მომღერალთა გუნდმა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით.

კონცერტი მუსიკალურად გააფორმეს ორკესტრმა და ბენდმა ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. შესრულდა კომპოზიტორის მიერ შექმნილი ყველასთვის საყვარელი ძველი სიმღერების ახლებური ვერსიები.

შემოქმედებით საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

კონცერტში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელი, ანსამბლი შვიდკაცა, სოფო ხალვაში, მიხეილ ჯავახიშვილი, მორის ჯანაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, „ჰერიო“, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე, ლიკა დოლიძე, თეატრალურის კვარტეტი, ლელა თელია, ქუჩის ბიჭები, აპრილია.

დამდგმელი რეჟისორი იყო თინათინ კორძაძე, დამდგმელი მხატვარი – თამარ ფოცხიშვილი. საღამოს უძღვებოდა კახა მიქიაშვილი.

 

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” -„ვისაც სნეული ჰყავს და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან...“-
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი