პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ხუთიდან მხოლოდ მე გადავრჩი, ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო, არც...

„ხუთიდან მხოლოდ მე გადავრჩი, ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო, არც ხელის მოსაკიდი“ – რას ითხოვს გოგონა, რომლის პატარა და და მამა საზანოში ტრაგედიისას დაიღუპნენ

3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი ანა რობაქიძე, რომელმაც შემთხვევის დროს და და მამა დაკარგა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს.

როგორც ანა რობაქიძე წერს, „გამწარებული ოჯახები მოითხოვენ, დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები „ქადაგიძის“ რაფის ტერიტორიაზე“.

„საშინელებათა ფილმის ჟანრში მოვხვდი, სულ რაღაც ერთ წამში… ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო და არც ხელიც მოსაკიდი. ვყვიროდი, არავის არ ესმოდა! ხუთი ჩვენგანიდან, მხოლოდ მე გადავრჩი. გულწრფელად მინდა, უკანასკნელი იყოს ჩვენი ტრაგედია!

გამწარებული ოჯახები მოვითხოვთ, დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები „ქადაგიძის“ რაფის ტერიტორიაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ იყოთ შემდეგი, ან თქვენი საყვარელი ადამიანები!!!

ველოდებით სიტყვას, სადაც დაგვპირდებით, რომ რამეს მოიმოქმედებთ“, – წერს ანა რობაქიძე სოციალურ ქსელში.

  „მსგავსი ფობია ალბათ ბევრს აქვს, როცა დაუცველ ქვეყანაში ცხოვრობ“ - რისი შიში გაუქრო ამერიკამ ქართველ ფოტოგრაფს?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი