„ხუთიდან მხოლოდ მე გადავრჩი, ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო, არც ხელის მოსაკიდი“ – რას ითხოვს გოგონა, რომლის პატარა და და მამა საზანოში ტრაგედიისას დაიღუპნენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი ანა რობაქიძე, რომელმაც შემთხვევის დროს და და მამა დაკარგა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს.

როგორც ანა რობაქიძე წერს, „გამწარებული ოჯახები მოითხოვენ, დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები „ქადაგიძის“ რაფის ტერიტორიაზე“.

„საშინელებათა ფილმის ჟანრში მოვხვდი, სულ რაღაც ერთ წამში… ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო და არც ხელიც მოსაკიდი. ვყვიროდი, არავის არ ესმოდა! ხუთი ჩვენგანიდან, მხოლოდ მე გადავრჩი. გულწრფელად მინდა, უკანასკნელი იყოს ჩვენი ტრაგედია!

გამწარებული ოჯახები მოვითხოვთ, დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები „ქადაგიძის“ რაფის ტერიტორიაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ იყოთ შემდეგი, ან თქვენი საყვარელი ადამიანები!!!

- Advertisement -
Ad imageAd image

ველოდებით სიტყვას, სადაც დაგვპირდებით, რომ რამეს მოიმოქმედებთ“, – წერს ანა რობაქიძე სოციალურ ქსელში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ხუთიდან მხოლოდ მე გადავრჩი, ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო, არც ხელის მოსაკიდი“ – რას ითხოვს გოგონა, რომლის პატარა და და მამა საზანოში ტრაგედიისას დაიღუპნენ. 30 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ხუთიდან-მხოლოდ-მე-გადავ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi