შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიხვიჩა კვარაცხელია "პარიზ სენ ჟერმენში" ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია “პარიზ სენ ჟერმენში” ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია “პარიზ სენ ჟერმენში” ითამაშებს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. ოფიციალური განცხადება თავად კლუბის ან ფეხბურთელის წარმომადგენლის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.

მედიის ცნობითვე, იტალიაში გატარებული 2.5 წლის შემდეგ, კვარაცხელია პარიზულ კლუბს 2029 წლამდე შეუერთდა. სეზონში მისი ხელფასი 8-9 მილიონ ევროს შეადგენს, პლუს ექნება ბონუსები, რაც “ნაპოლისთან” შედარებით რამდენჯერმე მეტია.

ნეაპოლური გუნდი “პარი სენ-ჟერმენისგან” 70 მილიონ ევროს მიიღებს. ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგაზე კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

  ნახეთ, რომელ საათზე დაიწყება უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი