ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიხვიჩა კვარაცხელიას პენალტით „ნაპოლიმ“ იტალიის თასზე „მოდენა“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიას პენალტით „ნაპოლიმ“ იტალიის თასზე „მოდენა“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ სეზონი სერია B-ს წარმომადგენელ „მოდენასთან“ რთული სათასო მატჩით გახსნეს. შეხვედრა ნეაპოლელებმა პენალტების სერიაში მოიგეს, გადამწყვეტი დარტყმა კი ქართველმა თავდამსხმელმა შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს შეგირდები დაბალი ლიგის გუნდს ხვდებოდნენ, იტალიის თასის 1/32-ფინალური დაპირისპირების მოგება გაუჭირდა.

გამარჯვებული ვერც ძირითად და ვერც დამატებულ ტაიმებში გამოვლინდა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც „ნაპოლიმ“ იმარჯვა – გადამწყვეტი დარტყმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, რომელიც გასულ სეზონში, გაფუჭებული თერთმეტმეტრიანების შემდეგ, პენალტებს აღარ არტყამდა. ამჯერად კი მიზანს მიაღწია და გუნდი 1/16-ფინალში გაიყვანა.

იტალიის თასის 1/16-ფინალში გავიდა ლუკა ლოჩოშვილისა და დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზეც“, რომელმაც ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ „ბარი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ქართველებიდან განაცხადში ლოჩოშვილი იყო, მაგრამ არ უთამაშია.

საბა გოგლიჩიძე იყო „ემპოლის“ განაცხადში, რომელმაც შინ „კატანძაროს“ 4:1 სძლია. 11 აგვისტოს საბა საზონოვის „ტორინო“ „კოზენცას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება, ხოლო გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „პიზას“ შეხვდება.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „დედაჩემი სულ დამყვებოდა შეჯიბრებზე, ალბათ ერთხელაც არ გაუცდენია… პირველი შემოსავალი მშობლებს გავუგზავნე…“ – ლევან გორგაძე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი