852 დევნილი ოჯახი, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლდება – ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის, ბინების განაწილების პროცედურა გაიმართა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ქუთაისში,  დევნილი ოჯახების  ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინას 720 ოჯახი მიიღებს,  შერვაშიძის ქუჩაზე, ასევე ახალაშენებულ კორპუსებში კი, 132 იძულებით გადაადგილებული ოჯახი განსახლდება.

კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

ღონისძიებას  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი ესწრებოდნენ.

საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად  მიიღო. ბინების განაწილების პროცესი, ყველა ეტაპზე, მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 852 დევნილი ოჯახი, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლდება – ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის, ბინების განაწილების პროცედურა გაიმართა. 11 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/852-დევნილი-ოჯახი-ახალაშენე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi