პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიხელოვნური განაყოფიერებისას კლინიკაში ემბრიონები აერიათ, თუმცა ბავშვები უკვე წამოიზარდნენ და მშობლებს მათი...

ხელოვნური განაყოფიერებისას კლინიკაში ემბრიონები აერიათ, თუმცა ბავშვები უკვე წამოიზარდნენ და მშობლებს მათი “გაცვლა” ვეღარ წარმოუდგენიათ

წარმოუდგენელი ამბავი მოხდა სტავროპოლის მხარეში. კლინიკაში ხელოვნური განაყოფიერების პროცესში ემბიონები აირია და ისინი დედებს შემცდომით გადაუნერგეს.

ელენა და ალექსანდრე ლისენკოს უშვილობა აწუხებდათ და ამ მიზნით მიმართეს კლინიკას. მეორე წყვილს, ეველინასა და ვიქტორს უკვე ჰყავდათ ერთი ვაჟი და მეორეც არ უჩნდებოდათ.ორივე ქალმა ერთ კლინიკაში ჩაიტარა პროცედურა.

მშობიარობის დრო რომ მოვიდა, ელენას ქალიშვილი ეყოლა, ეველინამ ვაჟი გააჩინა.

ამბავი მაშინვე უცნაურად დაიწყო. როცა ეველინას საკეისრო კვეთის შემდეგ ბავშვი მიუყვანეს, დედა დაეჭვდა – ბიჭი მუქი კანის და ყავისფერთმიანი იყო, მშობლები კი ორივე ღია კანის და ქერათმიანები იყვნენ. უფრო მეტად კი ის აწუხებდა, რომ ბავშვის მიმართ გრძნობები არ ჰქონდა. “მაშინვე გამოჩნდა განცდა, რომ ჩემი შვილი არ იყო” – იხსენებდა ეველინა.

ელენასთანაც გაჩნდა კითხვები – ბავშვს ციტრუსისგან გამოწვეული ალერგიული ლაქები ჰქონდა, მაშინ როცა ელენას ორსულობისას ციტრუსი საერთოდ არ მიუღია. მთავარი კი ის იყო, რომ ბავშვის სისხლის ჯგუფი არც დედისას და არც მამისას არ ემთხვეოდა.

ორივე ოჯახმა დნმ ტესტი გააკეთა და რაღაც წარმოუდგენელი გამოირკვა – ელენასა და ალექსანდრეს რატმირი სინამდვილეში ეველინასა და ვიქტორის ვაჟი იყო. ხოლო ეველინასა და ვიქტორის ტიგრანი – ელენასა და ალექსანდრეს ქალიშვილი. გაირკვა, რომ კლინიკაში მათ ემბრიონები შეუცვლეს!… სრულად

  ვინ ჩაანაცვლებს ბაიდენს? - კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლის მარათონში ერთვება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი