ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ფლორესის კუნძულზე მდებარე ლევოტობი ლაკი-ლაკის მთამ ფერფლის კოშკი ცაში 11 კილომეტრზე (6.8 მილზე) მეტ სიმაღლეზე ამოიფრქვა“, -განაცხადა ქვეყნის ვულკანოლოგიის სააგენტომ.
ქვეყნის ვულკანოლოგიის სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი – “ლევოტობი ლაქი ლაქი” სამშაბათს, ადგილობრივი დროით 17:35 საათზე ამოიფრქვა, რის შედეგადაც ფერფლის ღრუბელი 11 კილომეტრის სიმაღლეზე აიწია.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას ურჩია, თავი აარიდონ კრატერის გარშემო 7 კილომეტრის რადიუსში აქტივობებს.
ფლორესის დასავლეთით მდებარე ბალის მიმართულებით და მისგან რეისების გაუქმება იმ ავიაკომპანიებს შორის იყვნენ Air India, Air New Zealand, Jetstar, Juneyao Airlines, Singapore Airlines და Virgin Australia.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!