ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, იგივე ხაჭაპური

ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, იგივე ხაჭაპური

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხაჭოს ღვეზელი იგივე ხაჭაპური

ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, ხაჭაპურის ალტერნატივაა, რეცეპტი ნებისმიერ სიტუაციაში გიხსნით: როცა ცოტა დრო გაქვთ, გაზქურა არ მუშაობს ან აგარაკზე ხართ. ამზადებთ საფუარის გარეშე, მაგრამ ყოველთვის რბილი და ფუმფულა გამოდის.

შიგთავსისთვის გამოგადგებათ ხაჭოც და ყველიც. რეკომენდირებულია ჰოლანდიური. წარმატება ამ კერძს ნამდვილად გარანტირებული აქვს!

ინგრედიენტები: ხორბლის ფქვილი 5 ჭიქა, კეფირი 500მლ. მზესუმზირის ზეთი 130მლ, მარილი 1 ჩ.კ. კვერცხი 3ც. სოდა 1 ჩ.კ. ხაჭო 200გ. ყველი 200გ
მომზადება

კეფირს დაუმატეთ 50მლ მცენარეული ზეთი, 1 კვერცხი და მარილი. კარგად აურიეთ და ცოტახანი ცეცხლზე გაათბეთ, მორევა განაგრძეთ.

 

თბილ მასაში დაუმატეთ 3 ჭიქა ფქვილი, აურიეთ ჩანგლით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

 

დარჩენილი 2 ჭიქა ფქვილი გააბრტყელეთ და აურიეთ სოდასთან. აბრტყელეთ იქამდე, სანამ ფქვილი მთლიანად არ შეიწოვება ცომში.

 

დაამრგვალეთ და შეახვიეთ პირსახოცში, დატოვეთ 10 წთ. ამ დროის განმავლობაში სოდასთან რეაქციით კეფირის ცომი შერბილდება და ელასტიურ ფორმას მიიღებს.

მოამზადეთ შიგთავსი: ყველი გახეხეთ, აურიეთ ხაჭოსთან და 2 კვერცხთან ერთად. კარგად აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი.

 

ცომი კვლავ გააბრტელეთ და 10 წუთი დატოვეთ.

გაყავით რამდენიმე ტოლ ნაწილად, იმის მიხედვით თუ რამდენი ღვეზელის მიღება გსურთ. ეს ნაწილები დაამრგვალეთ და 5 წთ დატოვეთ.

 

თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ. დაახვიეთ ხინკლის მსგავსად. ნაკერით დაბლა დადეთ და 5 წთ დააცადეთ.

 

გააბრყელეთ სისქით 1 სმ. რომ მიიღოთ.

 

შეწვით ტაფაზე მცენარეულ ზეთში საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან ვარდისფერ შეფერილობამდე.

გამოგადგებათ როგორც საუზმეზე, ისე სადილზე და ვახშამზე. მიირთვით თბილი.

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით. ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

  ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, ხორცთან ერთად, აუცილებლად მოამზადეთ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი