ორშაბათი, აპრილი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიხაჭოს პასკის რეცეპტი- თუ გსურთ სააღდგომოდ იდეალური და თანაც დაბალკალორიული პასკა მოამზადოთ

ხაჭოს პასკის რეცეპტი- თუ გსურთ სააღდგომოდ იდეალური და თანაც დაბალკალორიული პასკა მოამზადოთ

იდეალური და უკვე ნაცადი ხაჭოს პასკის რეცეპტი

ხაჭოს პასკა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ღირსეულად იკავებს ადგილს კლასიკური სააღდგომო პასკის გვერდით. გთავაზობთ ნაცადსა და გამოცდილ რეცეპტს:

საჭირო ინგრედიენტები: ხაჭო – 500გ. არაჟანი – 100 გ,  კარაქი – 100 გ.შაქარი – 80 გ. ფორთოხლის ცედრა – 1 ცალი. მანანასის ცუკატები – 150 გ. რძე – 50 მლ. ფორთოხლის წვენი – 50 მლ.კვერცხის გული – 2 ცალი.პასკა

მომზადების წესი: ხაჭო, არაჟანი, კარაქი, შაქარი დავაბლენდეროთ, ხაჭო თუ ძალიან მშრალია იმ შემთხვევაში დაუმატეთ რძე, შევურიოთ ფორთოხლის ცედრა და წვენი, კვერცხის გული და ორთქლის აბაზანაზე მორევით გავაცხელოდ მხოლოდ, არ უნდა ადუღდეს. შევაგრილოთ და დავუმატოთ დაჭრილი ანანასის ცუკატები. ფორმაში ჩავაფინოთ 2 ფენა მარლა და მოვათავსოთ ხაჭოს მასა. ზემოდან გადავადოთ მარლა,დავაფაროთ თეფში და დავადოთ სიმძიმე,შევდგათ მაცივარში 24 საათით.

გისურვებთ ბედნიერ აღდგომას!

  როგორ დავიცვათ თავი ბოტულიზმისგან კონსერვების გაკეთების დროს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი