იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
„სამართალდარღვევის პრევენციის და აღკვეთის მიზნით, ჩვენი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას აქტიურად ახორციელებენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი საამქრო გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში”, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%9c/
sheniekimi.ge/ambebi
