პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებახაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დების დედა მიმართვას ავრცელებს

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დების დედა მიმართვას ავრცელებს

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის დედა სოფიო ხარშილაძე დედების ფონს მადლობას საჯაროდ უხდის.

როგორც სოფიო წერს, დედების ფონდმა მას და მის გოგონებს უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ერთ თვეზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სრულიად სხვა რეალობაში ვარ… შეცვლილია ყველაფერი: ჩემი ყოველდღიური საფიქრალი, დღის განრიგი, განცდები და მიზნები…

ამ დროის განმავლობაში ერთი წუთითაც არ დამიკარგავს იმედი, საკუთარ თავთან მარტო, ფიქრებში დარჩენილიც კი არ მივცემივარ სასოწარკვეთას და როცა ვფიქრობ, ეს როგორ შევძელი, მაშინვე სიკეთის, თანადგომის, მხარდაჭერისა და უბრალოდ ადამიანობის ძალა მახსენდება… ამ ყველაფრის ერთობლიობა კი დედების ფონდია, რომელიც არაერთ ადამიანს დაეხმარა სრულიად უანგაროდ და მეც, მათ შორის… სიტყვა „მადლობა“ ალბათ ვერასდროს გამოხატავს იმ მადლიერებას, რასაც თქვენი მიმართ ვგრძნობ!

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან შემდგარი გუნდი ასე, ოჯახის წევრებივით, გულთან ახლოს მიიტანდნენ ჩემს გასაჭირს და ყველაზე რთულ პერიოდს შემიმსუბუქებდნენ…

მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის!“ – წერს სოფიო ხარშილაძე.

  “კვირაში ხომ შვიდი დღეა, ამ შვიდი დღიდან, ხუთი ღამე მაინც სიზმარში ვნახულობ, რომ ისევ ჩემს სკოლაში ვარ”
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი