შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემახარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერი გააქტიურდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერი გააქტიურდა

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ. კორნებასღელე.

დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება.

წინასწარი ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

სააგენტოს გეოლოგები  ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას” ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

  პოლონელი სამხედროები ფინეთში მრავალეროვნულ წვრთნებში „სწრაფი რეაგირება 25“-ში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი