სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაახალჩარიცხული სტუდენტებისთვის საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება - "უნივერსიტეტებში აღარ იქნება საგრანტო დაფინანსება......

ახალჩარიცხული სტუდენტებისთვის საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება – “უნივერსიტეტებში აღარ იქნება საგრანტო დაფინანსება… ფაქტობრივად, უფასო ხდება სწავლა მათთვის, ვინც ჩააბარებს” – მინისტრი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ რუსთავი ორის ეთერში განაცხადა, რომ მათთვის, ვინც დღეის მდგომარეობით უკვე ჩარიცხულია სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტში, დაფინანსების კუთხით არაფერი შეიცვლება

„მათთვის, ვინც დღეის მდგომარეობით უკვე ჩარიცხულია სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტში, დაფინანსების კუთხით არაფერი შეიცვლება და ყველა სტუდენტი დაასრულებს უნივერსიტეტს იგივე დაფინანსების მოდელით, რომლითაც ახლა სარგებლობს.

მომვალი სასწავლო წლიდან კი ახალჩარიცხული სტუდენტებისთვის საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება.

აღარ იქნება ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება, როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც… ფაქტობრივად, უფასო ხდება სწავლა მათთვის, ვინც ჩააბარებს. მოცემულობა არის ასეთი: სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც ხელფასების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან…. ეს ცვლილება უკვე შემდეგი სასწავლო წლიდან შევა ძალაში – საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა, ეს იქნება პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მათთან მიმართებაში იქნება თანხები უნივერსიტეტებისთვის გადახდილი. ან თუ რაღაც კონკრეტულ მიმართულებებზე დამატებითი საჭიროება წარმოიშობა, კერძოებთან მიმართებაშიც. ეს იქნება გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ორიენტირებას, რადგან რეფორმა ძირითადად, სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
   როგორ ხდება დაბინძურება? - რატომ არ არის რეკომენდებული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადება?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი