წყალი მთელი დღით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
წყალი შეწყდება

2 აგვისტოს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 2 აგვისტოს 11:00 საათიდან 3 აგვისტოს 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონი:

დაბა წავკისს, დაბა კიკეთს, დაბა კოჯორს, წყნეთს, სოფ. ბეთანიას, სოფ. ახალდაბას, კვესეთს და სამადლოს.

- Advertisement -
Ad imageAd image

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). წყალი მთელი დღით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი. 2 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/წყალი-მთელი-დღით-შეწყდებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi