წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ქართულსა და უცხო ენაში მაქსიმალური ქულების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული პირველადი უმაღლესი შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ცენტრის ინფორმაციით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამ ეტაპზე, პირველადი მონაცემების თანახმად, მაქსიმალური ქულა მიიღო 85-მა აბიტურიენტმა.

უცხოური ენების გამოცდის პირველადი შედეგების მიხედვით, მაქსიმალური 70 ქულა მიიღო 1 101 – მა აბიტურიენტმა. აქედან ინგლისურში – 1 080-მა აბიტურიენტმა, რუსულში – 14-მა და გერმანულში – 7-მა აბიტურიენტმა. ფრანგულ ენაში მაქსიმალური ქულა არ დაწერილა.

მათივე ინფორმაციით, ეს არის მაქსიმალური ქულების უპრეცედენტო რაოდენობა.

- Advertisement -
Ad imageAd image

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.

ვრცლად იხილეთ ბმულზე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ქართულსა და უცხო ენაში მაქსიმალური ქულების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. 6 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/წლევანდელ-ეროვნულ-გამოცდ/

  სოციალური კალათა - რომელ მარკეტებში და როგორ უნდა იპოვოთ ფასდაკლებული პროდუქცია - ყველაფერი "სოციალური კალათის" შესახებ
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi