კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაწლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ქართულსა და უცხო ენაში მაქსიმალური ქულების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა

წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ქართულსა და უცხო ენაში მაქსიმალური ქულების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული პირველადი უმაღლესი შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ცენტრის ინფორმაციით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამ ეტაპზე, პირველადი მონაცემების თანახმად, მაქსიმალური ქულა მიიღო 85-მა აბიტურიენტმა.

უცხოური ენების გამოცდის პირველადი შედეგების მიხედვით, მაქსიმალური 70 ქულა მიიღო 1 101 – მა აბიტურიენტმა. აქედან ინგლისურში – 1 080-მა აბიტურიენტმა, რუსულში – 14-მა და გერმანულში – 7-მა აბიტურიენტმა. ფრანგულ ენაში მაქსიმალური ქულა არ დაწერილა.

მათივე ინფორმაციით, ეს არის მაქსიმალური ქულების უპრეცედენტო რაოდენობა.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.

ვრცლად იხილეთ ბმულზე.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გლდანში, სამგორსა და ისანში სამი მასშტაბური პროექტი დაიწყო
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი