საქართვეელოს მთავრობამ 2025 წლის 5 დეკემბერს მიიღო №533 დადგენილება “წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ” რომელიც ძალაში შევიდა 2025 წლის 10 დეკემბერს.
აღნიშნული დადგენილების თანახმად:
1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 5800-ით.
2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის სახეების დაკომპლექტების ოდენობებს.
3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2026 წლის გაწვევის პროცედურები დაიწყოს 2025 წლის 10 დეკემბრიდან.
4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე ეტაპობრივად, კერძოდ:
ა) საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის ერთ ეტაპად 6 თვის ვადით − 2026 წლის 1 მარტიდან;
ბ) საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის ოთხ ეტაპად 8 თვის ვადით, მათ შორის:
ბ.ა) პირველი ეტაპი − 2 ნაწილად: I ნაწილი − 2026 წლის 1 მარტიდან; II ნაწილი − 2026 წლის 1 აპრილიდან;
ბ.ბ) მეორე ეტაპი − 2026 წლის 1 ივნისიდან;
ბ.გ) მესამე ეტაპი − 2026 წლის 1 ოქტომბრიდან;
ბ.დ) მეოთხე ეტაპი − 2026 წლის 1 დეკემბრიდან;
გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის ერთ ეტაპად 11 თვის ვადით − 2026 წლის 1 ოქტომბრიდან. განაგრძეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


