„საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაგრძელებთ, ქვეყნის ევროპული მომავლის გვჯერა“ – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

რუმინეთი გახდა პირველი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა და ამ თანამშრომლობის გაგრძელებას დღესაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან ქვეყნის ევროპულ პერსპექტივის სჯერათ. განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ტოიუმ, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოს ევროპული კურსის შენარჩუნებაში მთავარი ძალა საზოგადოებაა და არა სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ცენტრალური ხელისუფლება. მინისტრის თქმით, ეს საქართველოს მოქალაქეების გამძლეობასა და დემოკრატიულ პოტენციალზე მიუთითებს, რის გამოც აუცილებელია დიალოგის გაგრძელება და დამატებითი ძალისხმევის ჩადება ქვეყნის ევროპული გზის მხარდასაჭერად.

ოანა ტოიუმ ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და არსებული ვითარება შეშფოთების საფუძველს იძლევა. მისი განცხადებით, შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებში საჭიროა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო პოზიციების ჩამოყალიბება, ხოლო ამ კონტექსტში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანად რჩება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაგრძელებთ, ქვეყნის ევროპული მომავლის გვჯერა“ – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 15 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოსთან-სტრატეგ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T16:51:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi