სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„წე­სით, თამაშის დროს არ უნდა იწ­ვი­მოს, მაგრამ ძლი­ე­რი ქა­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი“ - გაეცანით,...

„წე­სით, თამაშის დროს არ უნდა იწ­ვი­მოს, მაგრამ ძლი­ე­რი ქა­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი“ – გაეცანით, საქართელო-საბერძნეთის მატჩისას მოსალოდნელ ამინდს

სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის მო­ლო­დინ­შია. გულ­შე­მატ­კივ­რებს აინ­ტე­რე­სებთ ყვე­ლა­ფე­რი დღე­ვან­დე­ლი მატ­ჩის შე­სა­ხებ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის, თუ რო­გო­რი ამინ­დი ელო­დე­ბათ სტა­დი­ონ­ზე სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მი­სუ­ლებს.

AMBEBI.GE დე­ტა­ლუ­რი პროგ­ნო­ზის­თვის და­უ­კავ­შირ­და გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო-მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძეს:

„დღეს და­ი­წყო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რე­ბით ცივი და ნო­ტიო მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, უმე­ტეს რა­ი­ონ­ში წვი­მას ვე­ლო­დე­ბით. მა­ღალ მთა­ში თოვლს. თბი­ლის­ში უკვე წვიმს და თუმ­ცა, 4-5 სა­ა­თის­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­წყდე­ბა წვი­მა, წე­სით, ფეხ­ბურ­თის დროს არ უნდა იწ­ვი­მოს და ქარი გაძ­ლი­ერ­დეს. ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის. ძლი­ე­რი ქა­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი და რამ­დე­ნად შე­უშ­ლის ხელს ფეხ­ბურ­თე­ლებს თა­მაშ­ში, მა­გის პროგ­ნო­ზის მე ვერ გა­ვა­კე­თებ.

ძლი­ე­რი ქარი თბი­ლის­ში და ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლო­ში მთე­ლი ღამე იქ­რო­ლებს და ხვა­ლაც, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ხვალ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რი წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ზო­გან – ქარ­ბუ­ქი. ხვალ გა­მო­ი­და­რებს ყველ­გან, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. 28-29 მარტს მზი­ა­ნი და თბი­ლი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 18-23 გრა­დუ­სი. აღ­მო­სავ­ლეთ­შიც მო­ი­მა­ტებს ტემ­პე­რა­ტუ­რა და 14-18 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა. თუმ­ცა ღა­მის სა­ა­თებ­ში იქ­ნე­ბა და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა“, – განაცხადა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ევრო 2024-ის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა დღეს “დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

მატ­ჩის პა­რა­ლე­ლუ­რად, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის დიდი ეკ­რა­ნი გან­თავ­სდე­ბა.

დღე­ვან­დელ მატჩში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­ა­ში გა­სა­მართ 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  26 მარტს გულშემატკივარი საქართველო-საბერძეთის თამაშის ყურებას პირველი რესპუბლიკის მოედანზე ისევ შეძლებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი