წელს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თუმცა, კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფომ გრანტების გაცემაზე უარი თქვა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი შესაბამის ვებ-გვერდზე 11 მაისის საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. ცვლილების თანახმად, წელს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თუმცა, კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფომ გრანტების გაცემაზე უარი თქვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ცნობარი რეგისტრაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. მასში არის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია, საგამოცდო პროცედურები და წესები.

“ათასობით აბიტურიენტი ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე. წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით. უპირველეს ყოვლისა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, პირველკურსელები როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურზე, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან უფასოდ. ამასთანავე, პირველად მოხდა, რომ ადგილების რაოდენობა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე. განისაზღვრა 21 600-მდე ადგილი 19 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სწავლა უფასო იქნება. ასევე, პირველად ხდება ის, რომ ყველა აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებელთან ერთად ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს რამდენიმე პროფესიული მიმართულება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ დააგროვებენ საკმარის ქულებს, რომ მოიპოვონ ადგილი უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ გადალახავენ მინიმალურ ბარიერს, მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ სახელმწიფოს დაფინანსებით გააგრძელონ სწავლა პროფესიულ კოლეჯში,” – აცხადებს გივი მიქანაძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). წელს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თუმცა, კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფომ გრანტების გაცემაზე უარი თქვა. 22 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/წელს-უმაღლეს-სახელმწიფო/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T23:32:47+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi