წაღვერი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში
წაღვერი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მოიპოვება მინერალური წყლები.
დაბა წაღვერი ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კმ-ში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე,
მდინარეების გუჯარეთისწყლისა (გუჯარულას) და ბაკურიანის შერთვის ადგილას მდებარეობს. დაბას გარშემო წიწვოვანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) დაფარული მაღალი მთები აკრავს. ტყეთა მასივებიდან გამორჩეულია მარიჯანისა და არჯევანიძის ტყეები. მარიჯანის ტყეს სახელი ცნობილი პოეტი ქალის, მარიამ ტყემალაძის (მარიჯანი მისი ფსევდონიმი იყო) პატივსაცემად დაერქვა – მას წაღვერში ჰქონია აგარაკი, რომელსაც ქართული კულტურის ცნობილი მოღვაწეები სტუმრობდნენ; არჯევანიძის ტყე კი იმ საზოგადო მოღვაწის სახელს ატარებს, რომელმაც წაღვერში 1910 წელს პირველი სკოლა დააარსა. ისევე როგორც თემის დანარჩენი სოფლები დაბა, ტიმოთესუბანი და მზეთამზე წაღვერსაც კლიმატური კურორტის სტატუსი აქვს. მის ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს წარმოადგენს დაბლობისა და მაღალი მთის კლიმატს შორის გარდამავალი ჰავა, წიწვნარის სურნელით გაჟღენთილი ზომიერად ტენიანი სუფთა ჰაერი და სხვადასხვა მინერალებით მდიდარი სამკურნალო წყლები. წაღვერი საბავშვო კურორტია, თუმცა აქაურობა სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გამო მაღალი მთის კლიმატს ვერ ეგუება. გააგრძელეთ კითხვა