წალკაში 1-თვიანი კარანტინი გამოცხადდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

წალკაში 1-თვი­ა­ნი კარანტინი გამოცხადდა. 2000 მსხვილ­ფე­ხა ჩლი­ქო­სა­ნი აიც­რა, 18 წვრილ­ფე­ხა, 185 ძაღ­ლი და 75 კატა, 5 ღორი, 4 სა­ხე­და­რი.

მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.

 დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები – ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.

წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ილია სა­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რე­ვენ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა.

„ცოფი მე­ლა­დან გა­და­ვი­და ძაღ­ლებ­ზე. ამის შემ­დეგ, ჩვენს მიერ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა და 8 აპ­რილს გა­მო­ცხად­და 1-თვი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი, 8 მა­ი­სამ­დე.

- Advertisement -
Ad imageAd image

ად­გილ­ზე უკვე ჩა­ტარ­და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. აიც­რა 2000 მსხვილ­ფე­ხა ჩლი­ქო­სა­ნი, 18 წვრილ­ფე­ხა, 185 ძაღ­ლი, 75 კატა, 5 ღორი, 4 სა­ხე­და­რი. მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­დუ­რე­ბი კვლავ, თუ რა­ი­მე პრო­ცე­დუ­რაა სა­ჭი­რო ჩა­ტარ­დე­ბა, საპ­რე­ვენ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

წელს ცო­ფის 1 შემ­თხვე­ვა გვაქვს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა გვქონ­და, მე­ლას­გან იყო გა­და­სუ­ლი ძაღლზე და მსგავ­სი პრე­ვენ­ცი­ე­ბი ჩა­ტარ­და“,- აღ­ნიშ­ნავს ილია სა­ბა­ძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). წალკაში 1-თვიანი კარანტინი გამოცხადდა. 16 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/წალკაში-1-თვიანი-კარანტინ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi