პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოძროხის ფორმაში გამოწყობილმა ამერიკელმა მაღაზიიდან 98 ლიტრი რძე მოიპარა

ძროხის ფორმაში გამოწყობილმა ამერიკელმა მაღაზიიდან 98 ლიტრი რძე მოიპარა

ძრო­ხის ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბილ­მა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა, სუ­პერ­მარ­კეტ “Walmart”-იდან 98 ლიტ­რამ­დე რძე მო­ი­პა­რა და გამ­ვლე­ლებს და­უ­რი­გა. ინ­ცი­დენ­ტი ვირ­ჯი­ნი­ის შტატ­ში, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ ჰა­რი­სონ­ვილ­ში მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მა­მა­კაც­მა ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბის რძის მო­პარ­ვა და რა­ტომ არ აღუძ­რა მა­ღა­ზი­ის პერ­სო­ნალს მის­მა გა­რეგ­ნო­ბამ ეჭვი. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ მა­მა­კა­ცი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ო­და, ის ნამ­დვი­ლი ძრო­ხის წა­ბაძ­ვას ცდი­ლობ­და. მა­ღა­ზი­ი­დან გას­ვლის შემ­დეგ, სა­ნამ თვალს მი­ე­ფა­რე­ბო­და, ქურ­დი ტრო­ტუ­არ­ზე დახ­ტო­და.

მა­მა­კა­ცი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. ის 18 წლის თი­ნე­ი­ჯე­რი აღ­მოჩ­ნდა. და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში მას ძრო­ხის ფორ­მა არ ეცვა, “ნივთმტკი­ცე­ბა” ახალ­გაზ­რდის მან­ქა­ნი­დან ამო­ი­ღეს.

ის პა­ტიმ­რო­ბას გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ რძის ქურ­დო­ბის გამო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბა მა­ინც მო­უ­წევს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია www2.insidenova.com-ის მი­ხედ­ვით.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ისტორიული გადაწყვეტილება: საქართველოსა და საბერძნეთს შორის მართვის მოწმობის ორმხრივი აღიარება დამტკიცდა! - გიორგი ფხაკაძე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი