პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაძვირფასი ზეთოვანი კულტურა – მწიფე ნაყოფის მსუბუქი დაწნეხით ხდიან უძვირფასეს ზეთს, რომელიც...

ძვირფასი ზეთოვანი კულტურა – მწიფე ნაყოფის მსუბუქი დაწნეხით ხდიან უძვირფასეს ზეთს, რომელიც სალათების მოსამზადებლად და მედიცინაში გამოიყენება

ზეთისხილი

მარადმწვანე მცენარეა ზეთისხილისებ­რ­თა ოჯახიდან, ძვირფასი ზეთოვანი კულტურა. ნა­­ყოფის წვნიანი რბილობი 25-40%-მდე ზეთს, ცილებს, C ვიტამინსა და კაროტინს შეიცავს, კურკაში 12%-მდე ტექნიკური ზეთია. ნაყოფი საჭმელად გამოიყენება მწნილისა და მარინა­დის სახით. მწიფე ნაყოფის მსუბუქი დაწნეხით ხდიან უძვირფასეს ზეთს, რომელიც სალათების მოსამზადებლად და მედიცინაში გამოიყენება. უფრო ძლიერი დაწნეხით მიიღება ასევე საკვები ზეთი, რომელიც კულინარიაში იხმარება. ნაყოფის რბილობისა და კურკის ძლიერი, ცხელი დაწნეხით მიიღება შესანიშნავი ტექნიკური ზეთი, რომელიც „ხის ზეთის“ სახელით არის ცნობილი. ზეთისხილი კავკასიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე შემოიტანეს, მაგრამ მისი ბაღები არაერთხელ განადგურდა მტრის შემოსევების გამო.

ველური ზეთისხილის ხე არ არსებობს, გაველურებული კი გვხვდება იმ რეგიონებში, სადაც ეს კულტურა დიდი ხნის წინ გააშენეს. ამ მხრივ, არც საქართველოა გამო­ნაკლისი: გაველურებული ზეთისხილი და რამდენიმე ადგილობრივი ჯიში აფხაზეთის (გაგრა) ტყეებში გვხვდება.
ზეთისხილი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი მცენარეა – ცნობილია ხეები, რომელთა ასაკი 200 წელია, ოღონდ, უხვმოსავლიანია მხოლოდ 50 წლის ასაკამდე. დედამიწაზე არანაკლებ 500 ჯიშის ზეთისხილი არსებობს.
ვინც ამ შესანიშ­ნავი კულტურით და ინტერესდება, უნ­და იცოდეს, რომ თესლით გაშენებული პლანტაცია ნა­­­ყოფს მხოლოდ 10-12 წლის შემდეგ ისხამს, კალმებით გა-
­მ­რავლებული – 4-6 წლის შემდეგ. ხმელ­თაშუა ზღვის თბილი ზა­მთრის პირობებში ზე­თის­­ხი­ლის ვეგე­ტა­ცია მთე­­ლი წლის გან­მავლობაში გრძელდება. ის მშრა­­ლი სუბტროპი­კების ტიპური მცენარეა, კა­­რ­­­გად იტანს მშრალ, ცხელ ზაფხულსა და გრილ, ტე­ნიან ზამ­თარს. მაშასადამე, დასავლეთ სა­­ქარ­თველოში ზეთის­ხილისთვის შესაფერისი პირობები არსებობს. აღმოსავლეთ საქართველოს თბილ ად­გი­ლებ­შიც შეიძლება ისეთი ჯიშის გაშენება, რომელიც უძლებს 14-16º ყინვას.
ზეთისხილს თესლით, კალმებით, ფესვის ამო­ნაყარებითა და მყნობით ამრავლებენ. თეს­ლით, როგორც წესი, ზეთის საწარმოებელ ნარგაობებს აშენებენ, ვეგეტაციურად – საკონსერვო პლან­ტაციებს. ზეთისხილი გაზაფხულზე ითესება, თუმცა სტრატიფიცირებული თესლი ძალიან ნელა ღივდება და ნიადაგიდან 1,5 წლის განმავლობაში შეიძლება ვერც ამო­აღწიოს.
ზეთისხილის 1-2-წლიან მცენარეებს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ამყნობენ, კა­ლ­­­მებად კი ერთწლიან ამონაყარებსა და მრა­ვალწლოვან ტოტებს იყენებენ.
ზეთისხილის კალმები ძნელად ფესვიანდება, მაგრამ საქართველოში არსებობს შესა­ნიშნავი საშუალება „ბიორაგი“, რომლით დამუშავების შემდეგ დაფესვიანების მაღალი პროცენტი გარანტირებულია. დაკალმებულ და ნამყენ ნერგებს 2-3 წლის განმავლობაში ამყოფებენ სათბურში, რის შემდეგაც გადააქვთ ღია გრუნტში. პლანტაციის გასაშენებელი ადგილი დაცუ­ლი უნდა იყოს ცივი ქარებისაგან. მცენარეთა შორის მანძილი მწკრივში 6-8მ უნდა იყოს, მწკრივებს შორის – 8-10 მ. შემდგომში ნიადაგს მთლიანად ამუშავებენ – ხნავენ ან ბარავენ.
დასამწნილებლად და მარინადისთვის ისეთ ნაყოფს კრეფენ, რომელმაც ნორმალურ ზომას მიაღწია, მაგრამ გამუქება ჯერ არ დაუწყია (უნდა იყოს მწვანე ან ყვითელი).
ზეთის გამოსახდელად და დასამწნილებლად იკრიფება მწიფე ნაყოფი. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან დაჟეჟილი ნაყოფით გაკეთებული მწნილი ადვილად ფუჭდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვაზე არსებობს სანერგე მეურნეობა, სადაც შესაძლებელია წინასწარი შეკვეთით ნერგების შეძენა.

  "ერთი დღე იყო განსაკუთრებით მძიმე. თურმე, ფილტვში წყალი ჩამიდგა... ვერ ვსუნთქავდი. დილით რომ გავიღვიძე, ნინის ვყავდი ჩახუტებული..." - ხათუნა ჟორდანია შვილების მხარდაჭერაზე

დაფნის ფოთოლი სასმე­ლებისთვის, დესერტისა და ჩაისთვის არომატის მისაცემად გამოიყენება – დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი