დიდ ბრიტანეთში ლაბრადორის ჯიშის ძაღლი, მეტსახელად “ოსკარი” და მისი 53 წლის პატრონი 60 მეტრის სიმაღლის ფერდობიდან გადავარდნენ და გადარჩნენ. ინციდენტი ჩრდილოეთ იორკშირის საგრაფოში მოხდა. ამ დროს მამაკაცი თავის ძაღლებს ასეირნებდა.
სეირნობისას “ოსკარი” ფერდობის პირს მიუახლოვდა და ხრამში გადავარდა. მის გადარჩენას პატრონი შეეცადა, მაგრამ ფეხი დაუსხლტა და ისიც ხრამში ძაღლთან ერთად გადაეშვა.
შედეგად მამაკაცმა ხელის მტევანი და თეძო მოიტეხა. ძაღლმა კი თათი და თვალი დაიზიანა.
“ოსკარი” და მისი პატრონი დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების სამძებრო ჯგუფმა აღმოაჩინა.
ამჟამად მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი ძაღლი კი ვეტერინარის თქმით, მალე გამოჯანმრთელდება.
მომზადებულია www.mirror.co.uk-ის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები