სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოასვენეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველები კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, ეძებენ არასრულწლოვნებსაც.

მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. მაშველებმა მანამდე ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება”, – თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მიწის დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70%-ია დარჩენილი ამ მასისგან გასასუფთავებელი ადგილი.

- Advertisement -
Ad imageAd image

სტიქიის ზონაში მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოასვენეს. 7 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სტიქიის-ზონაში-მაშველებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi