„ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობდი, ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, ამიტომ, როცა ეჭვი აიღეს, არ დავიჯერე, ჩავთვალე, რომ შეცდომა იყო…“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ხათუნა სამნიძე

რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, დეპუტატი ხათუნა სამნიძე საქართველოში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, შემდეგ საქართველოში ოპერაცია გაუკეთეს, მერე კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მეგობართან ცხოვრობდა და ქიმიოთერაპია გაიკეთა.

„რაღაც პერიოდი ეჭვი იყო ამ დიაგნოზზე. იმდენად დარწმუნებული ვიტყვი, რომ მსგავსი არაფერი მექნებოდა, ამ ეჭვს ახლოსაც არ ვიკარებდი. ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობდი, ძლიერი ვიყავი ფიზიკურად, ვვარჯიშობდი, ბევრს დავდიოდი ფეხით, ენერგიის ნაკლებობას არ ვუჩიოდი, თავს კარგად ვგრძნობდი, ამიტომ, როცა ეჭვი აიღეს, არ დავიჯერე, ჩავთვალე, რომ შეცდომა იყო. დაიწყო კვლევები და დაადგინეს, რომ ნამდვილად ის იყო, რაზეც ეჭვი ჰქონდათ. მახსოვს, რომ თავისით მოდიოდა ცრემლები. ახლა მიჭირს ამ მომენტის გახსენება…“, აღნიშნავს ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობდი, ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, ამიტომ, როცა ეჭვი აიღეს, არ დავიჯერე, ჩავთვალე, რომ შეცდომა იყო…“. 24 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ძალიან-ჯანსაღად-ვცხოვრო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi