„ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გიორგი ქოჩორაშვილის მამა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ქოჩორაშვილი აღნიშნული პოსტით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ოჯახის პოზიციას აფიქსირებს.

„ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“ – წერს როინ ქოჩორაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ დის შვილის სთორი გამოაქვეყნა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ბავშვის ფოტო აქციაზე – „თავისუფლებისთვის“ არის გადაღებული.

შეგახსენებთ, გუშინ, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მარში სახელწოდებით „თავისუფლებისთვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“. 10 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ძალიან-ბევრი-ჟურნალისტი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi