ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიცხელ კვალზე დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლი მოკლა

ცხელ კვალზე დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლი მოკლა

სამეგრელოს პოლიციამ, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.შ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს – 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს, ბლაგვის საგნის გამოყენებით, თავის არეში, დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ეროვნული ბანკი გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი