ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიცნობილი ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს

ცნობილი ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს

ცნობილი ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს.

თავდასხმა გუშინ გვიან ღამით მოხდა.  ბიზნესმენის თქმით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი უკვე დააკავა. 

„ბიბლიაზე შემიძლია ხელი დავდო, ამერიკულ ფილმებშიც კი არ მინახავს, ისე იმუშავა პოლიციამ. ერთი უკვე ბათუმში, მეორე გორში და მესამე თელავში იყო დაჭერილი. პოლიციამ მაგრად იმუშავა.ესენი ყაჩაღები არიან, 4-5-ჯერ ნასამართლევი არიან “ – განაცხადა გელა ბარკალაიამ.

მისი თქმით, საგურამო მათი დაჩაა, დაცვა მოურავები იყვნენ და ისეთი სცემეს.

„დაცვა და მოურავია ნაცემი. გამოძიება მიმდინარეობს. გამოკითხვაზე არ ვყოფილვარ. ნიღბები ეკეთათ და ამბობენ, რომ იარაღიც ჰქონდათო“, – ამბობს გელა ბარკალაია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს ამბობს, რომ ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  11 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6683 სამართალდარღვევა გამოვლინდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი