სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაცნობილია ბორჯომში მომხდარი ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა - "არც კი ვიცი...

ცნობილია ბორჯომში მომხდარი ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა – “არც კი ვიცი რა დავწერო, გაქვავებული ვარ…”

ბორჯომში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული ზურა გელაშვილია.

სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი მის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ჩემო ზურა, ჩემო გელაშ, არც კი ვიცი რა დავწერო, გაქვავებული ვარ. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, მინდა, მადლობა გადაგიხადო მეგობრობისათვის, ერთგულებისათვის. შეხვედრამდე მაგარო ადამიანო”,- წერს ოქიტაშვილი.

ბორჯომის შესასვლელთან, 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ერთმანეთს “ტოიოტას” მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  „საქართველო კონვენციის ხელმოწერის პროცესში ჩაერთო - ის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში. ეს ძალიან დადებითი ელემენტია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოსთან“-ალენ ბერსე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი