ოთხშაბათი, დეკემბერი 4, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი, ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში“ – რას...

„ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი, ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში“ – რას ჰყვება მაკა შალიკაშვილი პრობლემაზე, რომელსაც 20 წელზე მეტია უმკლავდება

თეატრისა და კინოს მსახიობი მაკა შალიკაშვილი „კვირის პალიტრის“ ერთ-ერთ ნომერში, ინტერვიუში გულახდილად საუბრობს იმ პრობლემაზე, რომელსაც, მისი თქმით, 20 წელზე მეტია უმკლავდება – როგორც მსახიობი აღნიშნავს, მას არ აქვს ბინა და ეს პრობლემა ხელს ძალიან უშლის:

„ის პრობლემა, რაც მე მაქვს და რის შესახებაც მინდა გესაუბროთ, საშინლად მიშლის ხელს: ბინა არ მაქვს. ამის გამო, რაც კი ცხოვრებაში შემიძენია, ყველაფერი ფასს კარგავს, როდესაც არ ვიცი ვინ როდის, რატომ და რისთვის გამომიშვებს სახლიდან… უბინაობა პრობლემათა იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელიც გაძლიერებს, ცოდნას და გამოცდილებას გაძლევს, პიროვნულად გზრდის… მე რა პრობლემაც მაქვს, ამის გამო, ჩემთვის ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან თუნდაც ბინის მეპატრონესთან ხელშეკრულების გაფორმებისას, მაინც დროებითი საცხოვრებელი გაქვს. მუდმივად გადასვლა-გადმოსვლა გიწევს… პირადად მე, ამ ტიპის სიახლეების მიღება მიჭირს…

ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, – ბინა რატომ არ გაქვსო? განა იმიტომ არ მაქვს, რომ გარკვეული პრობლემების გამო გავყიდე ან წამართვეს, ან – მამაჩემი დააკავეს და იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა?.. მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ სახლი არ გვქონია ქალაქში, სადაც საბედნიეროდ თუ ჩემდა სამწუხაროდ, ის უნივერსიტეტი მდებარეობს, რომელში ჩაბარებაც მსურდა. თეატრალური უნივერსიტეტი სოფელ იგოეთში ან კასპში რომ ყოფილიყო, დამიჯერე, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა – სნობ ქალაქელებს არ შევაწუხებდი: თბილისში არ „ჩამოვეთრეოდი“ და მათ თვალში არ შევეჩხირებოდი, ვისაც ძალიან არ ვუყვარვარ და ამბობენ – სოფლელი სოფელშიო“, – ამბობს მსახიობი და ჟურნალისტის კითხვაზე – დღესაც გრძნობს თუ არა ასეთ დამოკიდებულებას – აღნიშნავს:

„კი, ბატონო. ადრეულ ასაკშიც ვგრძნობდი და დღესაც. ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი (თუ ქრისტეს მეგობარი იქნები), ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში“, – ამბობს მაკა შალიკაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
12 დღიანი სამოგზაურო გეგმა ისლანდიაში

12 დღიანი სამოგზაურო გეგმა ისლანდიაში

3 December, 2024
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა

დეკემბერი 3, 2024
როგორ გავამრავალფეროვნოთ თეთრი ფერის ინტერიერი? – 3 საინტერესო რჩევა

როგორ გავამრავალფეროვნოთ თეთრი ფერის ინტერიერი? – 3 საინტერესო რჩევა

დეკემბერი 3, 2024
საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

დეკემბერი 3, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მოამზადეთ კაკლის მურაბა ბებიების რეცეპტით

მოამზადეთ კაკლის მურაბა ბებიების რეცეპტით

დეკემბერი 3, 2024
ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

დეკემბერი 3, 2024
რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

3 დეკემბერი 2024
ჯგუფი ,,არა” Love Bar-ში — 6 დეკემბერს

ჯგუფი ,,არა” Love Bar-ში — 6 დეკემბერს

დეკემბერი 3, 2024
GCCA-ში მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე 791 განაცხადი დაფიქსირდა — რა პრობლემაზე ჩივიან ყველაზე ხშირად

GCCA-ში მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე 791 განაცხადი დაფიქსირდა — რა პრობლემაზე ჩივიან ყველაზე ხშირად

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი