ჩინეთში ქალმა ორი საშვილოსნოთი ტყუპი გააჩინა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩინეთში ქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ტყუპი გააჩინა – ისინი სხვადასხვა საშვილოსნოში ჩაისახნენ და განვითარდნენ.

CNN-ის ცნობით, ეს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით, შაანქსის პროვინციაში მოხდა. მედიისთვის მხოლოდ დედის სახელია ცნობილი – ლი. მან ბიჭი და გოგო საკეისრო კვეთით გააჩინა. ექიმები ამბობენ, რომ ასეთი მშობიარობის ალბათობა მილიონში ერთია.

„ძალიან იშვიათი მოვლენაა, როდესაც ტყუპი ბუნებრივად ისახება ცალ-ცალკე საშვილოსნოში, ამაზე უფრო იშვიათია, რომ დედამ ისინი მუცლით ორსულობის ბოლომდე ატარა“, – აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექიმები აზუსტებენ, რომ ორსულობის განმავლობაში ექიმები ლის და მისი შვილების ჯანმრთელობას ყურადღებით აკვირდებოდნენ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ჩინეთში ქალმა ორი საშვილოსნოთი ტყუპი გააჩინა. 7 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩინეთში-ქალმა-ორი-საშვილ/

  ისრაელში სამი ცარიელი ავტობუსი აფეთქდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi