სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიჩინეთში ქალმა ორი საშვილოსნოთი ტყუპი გააჩინა

ჩინეთში ქალმა ორი საშვილოსნოთი ტყუპი გააჩინა

ჩინეთში ქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ტყუპი გააჩინა – ისინი სხვადასხვა საშვილოსნოში ჩაისახნენ და განვითარდნენ.

CNN-ის ცნობით, ეს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით, შაანქსის პროვინციაში მოხდა. მედიისთვის მხოლოდ დედის სახელია ცნობილი – ლი. მან ბიჭი და გოგო საკეისრო კვეთით გააჩინა. ექიმები ამბობენ, რომ ასეთი მშობიარობის ალბათობა მილიონში ერთია.

„ძალიან იშვიათი მოვლენაა, როდესაც ტყუპი ბუნებრივად ისახება ცალ-ცალკე საშვილოსნოში, ამაზე უფრო იშვიათია, რომ დედამ ისინი მუცლით ორსულობის ბოლომდე ატარა“, – აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექიმები აზუსტებენ, რომ ორსულობის განმავლობაში ექიმები ლის და მისი შვილების ჯანმრთელობას ყურადღებით აკვირდებოდნენ.

  კანადაში შტორმის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ქალაქ ორილიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი