პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოჩინეთში პირველი სასურსათო მაღაზია გაიხსნა, რომელშიც რობოტი მუშაობს

ჩინეთში პირველი სასურსათო მაღაზია გაიხსნა, რომელშიც რობოტი მუშაობს

კომპანიამ Galbot პეკინში პირველი სრულიად ავტონომიური მაღაზია გახსნა, რომელსაც ჰუმანოიდი რობოტი ხელმძღვანელობს.

Futurism-ის ცნობით, პატარა სასურსათო მაღაზია აგვისტოს დასაწყისში გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაღაზიაში მხოლოდ ერთი თანამშრომელი მუშაობს – რობოტი Galbot G-1. ის დამოუკიდებლად ასრულებს ყველა ფუნქციას და ყოველდღიურად ათასამდე კლიენტს ემსახურება: ესალმება მათ და აწვდის სასურველ პროდუქციას.

აღნიშნავენ, რომ რობოტი სამუშაოს ადამიანზე გაცილებით ნელა ასრულებს. ის საკმაოდ ნელა მიდის თაროებამდე და შეკვეთილი პროდუქცია დახლამდე ასევე ნელი ტემპით მიაქვს, რის გამოც მაღაზიის შესასვლელთან გრძელი რიგი დგება. ამის მიუხედავად, კლიენტები მაინც ცდილობდნენ მაღაზიაში მოხვედრას, რათა შრომისმოყვარე რობოტი საკუთარი თვალით ნახონ.

Galbot-ის გენერალური დირექტორის, ვენ აირონის თქმით, ამ მაღაზიის გახსნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია სასურსათო წერტილების შესახებ ტრადიციული წარმოდგენის შეცვლის გზაზე. უკვე მომავალ წელს კომპანია ჩინეთში ასობით ასეთი მაღაზიის გახსნას გეგმავს. მანამდე კი IT-სპეციალისტებს ორ ამოცანაზე მუშაობა მოუწევთ – რობოტების ხმოვან ფუნქციებზე, რომლებიც გარე ხმაურის დონის გათვალისწინებთ უნდა ადაპტირდეს და ამოცანების შესრულების სიჩქარის გაზრდაზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი