ჩინეთი ხდება WHO-ს უმსხვილესი დონორი – გლობალური სოლიდარობის მაგალითი და პასუხი კრიტიკოსებს
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
500 მილიონი დოლარი WHO-სგან!
ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ გოუოჟონგმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთი WHO-ს 500 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
ეს ამჟამად მას უმსხვილეს სახელმწიფო დონორად აქცევს და ამავე დროს, მნიშვნელოვან გლობალურ ჯანდაცვის მხარდაჭერის მესიჯს აძლევს მსოფლიოს.
პოზიტიური ნაბიჯი გლობალური თანამშრომლობისთვის
გლობალური ჯანდაცვა მოითხოვს ძლიერ ინსტიტუციურ დაფინანსებას.
WHO-ს ბიუჯეტის შემცირების ფონზე (21%-ით 2026 წლამდე), ჩინეთის ეს ნაბიჯი პრაქტიკული და დროულია. იგი ორგანიზაციას ეხმარება გააგრძელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროგრამები:
- ინფექციური დაავადებების მონიტორინგი
- ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა
- საგანგებო დახმარების მობილიზება