კალიფორნიის ცენტრალურ ნაწილში, ლემურის საზღვაო-საჰაერო ბაზაზე, ოთხშაბათს, F-35 ტიპის მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ფაქტი საზღვაო ძალებმა დაადასტურა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
“პილოტმა კატაპულტირება შეძლო და უსაფრთხოდაა. პერსონალის სხვა წევრებს დაზიანებები არ მიუღიათ”, – ნათქვამია ლემურის საზღვაო-საჰაერო ბაზის განცხადებაში.
ჩამოვარდნილი F-35C, F-35 Lightning II-ის სამი ვარიანტიდან ერთ-ერთია, რომელიც შექმნილია აშშ-ის ავიამზიდებზე გამოსაყენებლად.
აშშ-ის საჰაერო ძალები იყენებენ F-35A-ს, ხოლო საზღვაო ქვეითები – F-35B-ს, მოკლე აფრენისა და ვერტიკალური დაშვების ფუნქციის მქონე თვითმფრინავს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). აშშ-ში 100 მილიონ დოლარამდე ღირებულების F-35 ტიპის მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა. 31 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ში-100-მილიონ-დოლარამდე-ღ/
