ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულთა შეწყალებას აპირებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესის შენობაზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის გამო ბრალდებული მხარდამჭერების შეწყალებას გეგმავს.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.

ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში, რომელიც 8 დეკემბერს გამოქვეყნდა, ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან სწრაფად, პირველივე დღეს იმოქმედებს, რადგან მისი გასამართლებული მხარდამჭერები „ჯოჯოხეთში ცხოვრობენ”. ამასთან, დონალდ ტრამპმა დააზუსტა, რომ შეწყალება არ შეეხება „რადიკალებს” და „შეშლილებს”.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებითვე, ციხეში უნდა გაუშვან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზოგიერთი წევრი, რომლებიც კაპიტოლიუმზე თავდასხმის საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობდნენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

NBC News-ის ინფორმაციით, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულია, სულ მცირე, 1572 პირი. მათგან 645-ს სასამართლომ უკვე მიუსაჯა სხვადასხვა ვადით პატიმრობა(მაქსიმალური სასჯელი 22 წლით თავისუფლების აღკვეთა).

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულთა შეწყალებას აპირებს. 9 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრამპი-კაპიტოლიუმზე-თავდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi