ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ დედასთან ერთად სტუმრობდნენ.
გოგონებმა გადაცემაში მამასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ნინი: „მამას ამბავი რომ იყო, იცით როგორ იყო? უსასრულობაში მარტო რომ რჩები. ფრთას რომ ვიღაც მოგაგლიჯავს…“
ნანუკა: „ჩვენი ბავშვობა ჯერ არ დასრულებულა… მამას სიკეთე, მამაზე საუბარი არსად არ მთავრდება, სადაც არ უნდა წავიდეთ ყველგან არის მამას თემა და ამისთვის ყველას მადლობა. საერთოდ, ბავშვობა ადამიანისთვის მაშინ სრულდება, როცა რომელიმე მშობელი აღარ გყავს.“
მასალის გამოყენების პირობები