პარასკევი, აპრილი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდი„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამართლება არის ის, რომ ჯარჯის შევხვდი" - თათია...

„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამართლება არის ის, რომ ჯარჯის შევხვდი” – თათია შარანგია

პიანისტი, ტელეწამყვანი თათია შარანგია გადაცემაში “ნიკოლოზის კითხვები” ბავშვობის ტრავმების შესახებ საუბრობს და არასასიამოვნო მოგონებებს იხსენებს:

– სიბნელის დღემდე მეშინია. ეს ამბავი ტრაგიკულად მახსენდება. მე, დედა და ჩემი მამიდა ერთად მივდიოდით, როცა დედაჩემისთვის გულსაკიდის წართმევა უნდოდათ. დედას არ უნდოდა, შემშინებოდა, ამიტომ მძარცველს უთხრა, რომ მოეხსნათ. მაგრამ, ის ეჭიდავებოდა. ვიღაც უცხო გამვლელი იყო, რომელსაც ვთხოვე, ჩვენთან ერთად წამოსულიყო. ეტყობა, ყოველთვის ვეძებდი საყრდენ ადამიანს იმიტომ, რომ მაშინაც სხვას ვთხოვე დახმარება და ვუთხარი, რომ ჩვენთან ერთად დიდხანს დარჩენილიყო. ამის მერე სიბნელის შიში მაქვს. გაქურდვაზე საუბარი აღარ არის. დედაჩემს რომ კისერზე ეჭიდებოდნენ, ჩემთვის კატასტროფა იყო. ძალიან პატარა ვიყავი, აფხაზეთიდან ახალი ჩამოსულები ვიყავით და ეს ყველაფერი ტრაგიკულად მახსენდება.

ასევე, მოხდა ავარია, დედა საჭესთან იჯდა… მე მანქანის ტარება არ ვიცი, ამის შემდეგ შიში დამრჩა. მაშინ პირველად შევეჯახე უსამართლობას. ჩვენ დაგვბრალდა. ძალიან დიდი ხმაური იყო, ერთი კონცერტიდან მეორეზე მივდიოდი. ამის შემდეგ გავითავისე, რომ საჭესთან არასოდეს დავჯდებოდი. ასეც მოხდა – არ ვატარებ მანქანას და არც მართვის მოწმობა მაქვს.

თათია შარანგია აფხაზეთში ცხოვრების პერიოდსაც იხსენებს:

– როდესაც ბავშვობიდან სიზმრები მესიზმრება, ყოველთვის აფხაზეთში ვარ. ჩემთვის, ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც სიზმარში იქ ვარ. ისეთი სითბო, რაც მე იქ განვიცადე, აღარასდროს მიგრძვნია.

ტელეწამყვანი თავისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულსა და გახმაურებულ სტატუსზეც საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა:

“ტორნადოსავით შემოვარდა ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, ასეთი ხასიათის ადამიანია. ეს დაუგეგმავად მოხდა. ვამბობდი, რომ კიდევ ერთხელ რომ ვინმემ მითხრას, ოჯახი შექმენიო, ეს შეცდომა იქნებოდა. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამართლება არის ის, რომ ჯარჯის შევხვდი. ჩემს თავს დავუბრუნდი. ყველაზე მადლიერი, რის გამოც ვარ, არის ის, რომ მან ბავშვობაში დამაბრუნა… ჩემი რეალური მე დამიბრუნა. ჩემმა შვილებმა ისე შეიყვარეს ჯარჯი, რომ ზოგჯერ ვეჭვიანობ. მათ შესახებ საიდუმლოებების გაგებას ჯარჯისგან ვცდილობ. მაგრამ ყველაფერს არ მიყვება. მასთან ძალიან მეგობრობენ და მადლიერების განცდა აქვთ, რომ დედას ბედნიერს ხედავენ. ამაზე დიდი ფასეულობა ბიჭებისთვის მგონია, რომ არაფერია. მეც სულ ვცდილობდი, თბილი და მზრუნველი დედა ვყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა, ალბათ, მათ უნდა თქვან, მაგრამ პრეტენზიები არასოდეს გამოუთქვამთ. 3 ბიჭი მყავს, მაგრამ 5 ბავშვის დედა ვარ.

  ულამაზესი დედა, მეზღვაური ქმარი და ბედნიერი ოჯახი - ქართველი მონიკა ბელუჩის ცხოვრება

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

11 April, 2025
„არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი“ – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძეში „აფლატოქსინის” აღმოჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა

„არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი“ – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძეში „აფლატოქსინის” აღმოჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა

აპრილი 11, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი