„ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და ჩხირიც დაარჭო განედლდება“

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
„ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და ჩხირიც დაარჭო განედლდება.
ამიტომ თესლებს მანამდე დავახარისხებდით და მოვიმარაგებდით, დასარგავსაც ამ დღისთვის შევინახავდით. თავსხმა და დელგმაც, რომ ყოფილიყო უსათუოდ დავთესავით და დავრგავდით.
“ჩულქებში” გამოკონილ თესლებს რომ ყრიდა ბებია მიწაში ჩურჩულით მიაყოლებდა ლოცვას: “სიკეთით მომაწევიე და სიკეთით მომახმარე წრომანდელი მოსავალიო..”
ბაბუაც დაკრავდა თოხს და მიაყრიდა დაშლილ ბელტებს ბებიას ჩაყრილ სამშეთა, ქონა და გიშერა ლობიოს კაკლებს, ფორჩხის კიტრებს და ხაპერებს. ფოცხით გადაუვლიდა კეჟერა ფხალს, მაკიდოს და ნიახურის კვლებს.
დიდ, თათრულა ხაპებს ბუდნებათ ვთესავდით და საძროხის სახურავზე აგვყავდა ჩელტებით. ცერცვი წინა წლის ოქტომბერში ითესებოდა და ამ დღეს უკვე პარკში თუარა ყვავილში მაინ იყო. ღვივოდა ჩვენი ბახჩა მისდღემჩი და დაზამთრებამდე ბებიას კალთებით გადმოქონდა და გადმოქონდა ნაირნაირი ბოსტნეული და მწვანილი. სავსე იყო ყოველთვის გობები, გოდრები, კალათები…
საკმარისზე მეტი გვქონდა სულ ყველაფერი. ეგება მართლა იმიტომ გვწყალობდა გამჩენი, რომ გვჯეროდა, წესებს მივყვებოდით და დიდ ხუთშაბათს ვთესავდით და ვრგავდით..“
ფოტო#ზაქარიაჭელიძე
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და ჩხირიც დაარჭო განედლდება“. 16 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩემს-ბავშვობაში-გურიაშ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T23:31:38+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi