ორშაბათი, მარტი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"ჩემი შვილი ჯგუფთან ერთად გადაღებიდან ბრუნდებოდა, ბანდიტები დაესხნენ და მომიკლესო. ამას ვერასდროს...

“ჩემი შვილი ჯგუფთან ერთად გადაღებიდან ბრუნდებოდა, ბანდიტები დაესხნენ და მომიკლესო. ამას ვერასდროს მოვინელებო”

ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსოვს პოპულარული ტელეპროექტები – “ოქროპირი” და – “აუქციონი” და მისი შესანიშნავი წამყვანი – მაღალი, ქერა მამაკაცი, გამორჩეული ღიმილით. მას “საზოგადოებრივ მაუწყებელში” მუშაობის პერიოდიდან ვიცნობდი. ბუნებითაც გამორჩეული ადამიანი იყო და – გარეგნობითაც. დერეფანში რომ შეგხვდებოდა, შორიდანვე კეთილ ღიმილს შემოგაგებებდა და გაღიმებას ვერ ასწრებდი, რომ “გამარჯობასა” და გულითად მოკითხვას მოაყოლებდა… ასეთი იყო სამსახურში და ასეთი იყო – ტელეეკრანზე. უკვე წამოსული იყო ტელევიზიიდან, აღარც მე ვმუშაობდი იქ, მაგრამ ხშირად ვხვდებოდით ქუჩაში და ვსაუბრობდით ხოლმე. ერთხელ გახარებულმა მითხრა, იცით, ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ქუჩაში მცნობენ, მაჩერებენ და მეუბნებიან, რა კარგი გადაცემა იყო თქვენი “აუქციონიო”. და მართლაც, ვისაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სატელევიზიო ფილმების სტუდიის წამყვანი, რეჟისორი და მსახიობი, იოსებ (სოსო) ხაინდრავა ახსოვს, ისიც კარგად იცის, რომ მისმა გადაცემებმა საქართველოს ტელევიზიის ისტორიას ძალიან საინტერესო იუმორისტული სახე და ორიგინალური პროექტები დაუტოვა, ქართულ თეატრსა და კინემატოგრაფს კი – ბევრი საინტერესო პერსონაჟი. ბოლოს იგი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი გახლდათ. ბატონი სოსო 2020 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში… თავად ძალიან ყურადღებიანი იყო, ხანდახან ტელეფონითაც მეხმიანებოდა, მომიკითხავდა, თავისას მიამბობდა… ძალიან მომინდა, იმ, თავისი ნაამბობებიდან ამომეკრიბა და ამჯერად მე მეამბო თქვენთვის ამ კეთილ, დიდსულოვან, ღირსეულ და ძალიან ნიჭიერ კაცზე, რომელიც, ვფიქრობ, მაინც სათანადოდ დაუფასებელი წავიდა ამ ქვეყნიდან…

ტელევიზია – მისი დიდი სიხარული და დიდი ტკივილი

მისი მონათხრობით ვიცი, რომ თეატრი ბავშვობიდანვე უყვარდა, იმ დროიდან, როდესაც სკოლიდან აბონემენტებით დაჰყავდათ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. გარდა ამისა, იგი იმჟამინდელი პიონერთა სასახლის (დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) დრამწრეზეც დადიოდა, თურმე. იქ მისი პედაგოგი გახლდათ შესანიშნავი ადამიანი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ვახტანგ სულაქველიძე, – ხომ გახსოვთ, მოკლემეტრაჟიან ფილმ “ქვევრში” ხელოსანი აბესალომის როლს რომ ასრულებს?! მოკლედ, არც ამ გაკვეთილებს ჩაუვლია ამაოდ და ბატონმა სოსომ სკოლის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრის სტუდიის სამსახიობო სტუდიაში ჩაბარება განიზრახა, სცადა ბედი და ჯგუფშიც ჩაირიცხა. სტუდიაში მას თეატრის კორიფეები: მიხეილ თუმანიშვილი, დოდო ალექსიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და კიდევ ბევრი ცნობილი მსახიობი ასწავლიდა. – მისი დამთავრების შემდეგ უბრწყინვალესი 10 წელი გავატარე რუსთაველის თეატრში (დღეს რუსთაველის ეროვნული თეატრი) რეჟისორის ასისტენტად და მსახიობადო, – მეუბნებოდა ბატონი სოსო. სტუდიის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტიც დაამთავრა. კინოში კი პირველად მე-11 კლასში ყოფნისას მოხვდა: – რეჟისორი დავით რონდელი “მამლუქს” იღებდა და მასობრივი ეპიზოდისთვის “ფრანგები” სჭირდებოდა, მე კი გრძელი ცხვირი და ქერა თმა მქონდა და ამიტომ შემარჩიესო, – მიამბობდა. მერეც, ტელევიზიაში მუშაობისას, შიგადაშიგ იღებდნენ ფილმებში. თეატრიდან საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გადავიდა სამუშაოდ, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის რეჟისორი იყო. ტელევიზია უძვირფასესი იყო მისთვის, უძვირფასესიც და უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებულიც… ერთხელ მითხრა: – 35 წელიწადს ვემსახურე ამ ტელევიზიას და იქ დამრჩა ჩემი ყველაზე დიდი სიხარული. უდიდესი ტკივილიც იქ განვიცადე – ჩემი უმცროსი შვილი, უნიჭიერესი ბიჭი გიორგი, რომელიც 19 წლისა უკვე ტელევიზიის რეჟისორი იყო, ჯგუფთან ერთად გადაღებიდან ბრუნდებოდა, ბანდიტები დაესხნენ თავს და მომიკლეს. ამას ვერასდროს მოვინელებო… ამხელა ტკივილს დაატარებდა, მაგრამ სხვას არასდროს გადასდებდა თავის სევდას…

“ოქროპირი”, “აუქციონი” და… კინო-თეატრი

– ტელევიზიაში ბევრი გადაცემა მომიმზადებია, ამავე დროს, მიმყავდა ორი, ძალიან პოპულარული და იმ დროისთვის უალტერნატივო გადაცემა – ჯერ “ოქროპირი”, მერე კი – “აუქციონი”. მახსოვს, მაშინ ტელევიზიის ხელმძღვანელი ნუგზარ ფოფხაძე გახლდათ. ერთხელ მითხრეს, ფოფხაძე გიბარებსო. შემეშინდა, ნეტავ, რა დავაშავე ასეთი-მეთქი? მივედი და ბატონი ნუგზარი მეუბნება: “ოქროპირი” უნდა წაიყვანოო. ცოტათი შევცბი, შემეშინდა. კატეგორიულად გამიმეორა და დავთანხმდი. ამ გადაცემის დახურვის შემდეგ “აუქციონი” დაიწყეს და, როგორც გამოცდილ წამყვანს, მისი წაყვანაც მე მთხოვეს. ტრაბახად თუ არ ჩამითვლით, იუმორში გადაცემის წაყვანა იმ დროისთვის უცხო იყო და, როგორც ამბობენ, თავი კარგად გავართვი. დღეს რამდენ შოუპროგრამას ამზადებენ, არადა, მაშინ “ოქროპირიც” და “აუქციონიც” შოუ არ იყოო?! – იხსენებდა. სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ნიგოზი და ტვინის ფუნქცია – ახალი კვლევა!

ნიგოზი და ტვინის ფუნქცია – ახალი კვლევა!

მარტი 16, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
“ამერიკის ხმა” და “რადიო თავისუფლება” დაიხურა –  გიორგი ფხაკაძე

“ამერიკის ხმა” და “რადიო თავისუფლება” დაიხურა – გიორგი ფხაკაძე

17 მარტი 2025
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მარტი 17, 2025
BINANCE-მა MGX-ისგან $2-მილიარდიანი ინვესტიცია მიიღო

BINANCE-მა MGX-ისგან $2-მილიარდიანი ინვესტიცია მიიღო

მარტი 16, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი