„შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ტარიელ კაკაბაძე 12 წლის წინ ექსკურსიაზე დაკარგული ბიჭის საქმესთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს - „ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები”. გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა. ეს ვიდეო 12 წლის წინ დაიდო იუთუბზე“

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ  ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

 „შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე.
აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობა, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას.
შსს-ს განცხადება რომ უდიდესი ტყუილია, ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!“ – ამბობს ადვოკატი.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026).  „შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 20 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შსს-მ-დადო-არასწორი-ინფო/

  აშშ-ის პროკურატურა მსახიობ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ შეწყვეტილი საქმის განახლებას ითხოვს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi