შსს-მ აჭარაში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც მას ეტაპობრივად სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაარიცხინა.

ბრალდებულმა დანაპირები არ შეასრულა და მოტყუებით, უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით – ჯამში 16 300 ლარამდე თანხას. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შსს-მ აჭარაში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 11 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შსს-მ-აჭარაში-დიდი-ოდენობ/

  სამართლებრივ ბრძოლას აპირებს - ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi